იმედს ვიტოვებ, წელიწადში ერთხელ მაინც შეასრულებენ მინიმალურ ვალდებულებებს და ხელს აუწევენ ქალაქის განვითარებას – ოპოზიციაზე და 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე

რუსთვის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ისინი შვიდი თვის განმავლობაში, მოსახლეობასთან ერთად გეგმავდნენ იმ პრიორიტეტებს, იმ პროექტებს, რომლებიც 2024 წელს უნდა განხორციელებულიყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ბიუჯეტი დამტკიცდეს.
იმედის იტოვებს, რომ ოპოზიცია მინიმალურ ვალდებულებებს შეასრულებს და ხელს არ შეუშლის ქალაქის განვითარებას.
“ჩვენ, შვიდი თვის განმავლობაში, მოსახლეობასთან ერთად ვგეგმავდით იმ პრიორიტეტებს, იმ პროექტებს, რომლებიც უნდა განგვეხორციელებინა 2024 წელს. შევთანხმდით, რომ ბიუჯეტი გაიზრდებოდა 25 მილიონი ლარით და ეს ჩვენი ქალაქისთვის დღეს არის მაქსიმუმი და უპრეცედენტო ზრდა. 112 მილიონით განისაზღვრა 2024 წლის ბიუჯეტი და გავითვალისწინეთ ყველა ის მოთხოვნა, რაზეც მოსახლეობასთან ერთად ვსაუბრობდით. მათ შორის, გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები. 43%-ით დაფინანსება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებია გაზრდილი და სწორედ ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტის მოთხოვნის საფუძველს, რომ საკრებულომ, მოსახლეობასთან ერთად შეთანხმებული ბიუჯეტი აუცილებლად უნდა დაამტკიცოს. მე იმედს ვიტოვებ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც, ეს ადამიანები, რომლებსაც აქვთ მოსახლეობის მანდატი, პატივს სცემს როგორც ქალაქს, ასევე იმ ამომრჩეველს ვინც მათ ეს მანდატი მიანიჭა და შეასრულებენ მინიმალურ ვალდებულებებს, რომ ხელი აუწიონ ქალაქის განვითარებას”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში