თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ – იპოვეს მისი ძაღლი

15 იანვრის 17:00 საათიდან თბილისში ახალგაზრდა კაცს, დათი გავაშელს ეძებენ.
თავდაპირველად, ის, თავის ლაბრადორთან ერთად, დიღმის მასივის ტერიტორიაზე, გრძელი, მწვანე ქურთუკით შენიშნეს. მოგვიანებით გავაშელი კამერებმა, ასევე ძაღლთან ერთად, თუმცა მოკლესახელოიანი მაისურით დააფიქსირეს.
აღმაშენებლის ხეივანზე, “ვენდისთან”, იპოვეს დაკარგულის ძაღლი და თავად დათი გავაშელიც იმავე ტერიტორიაზე შენიშნეს.
მისი მეგობრების თქმით, ბოლო მონაცემებით, ახალგაზრდას შავი ჰუდი აცვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება – მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ