ვნახეთ წარსული გამოცდილება – სამუშაო ჯგუფებში შექმნილმა პროცესმა, 12-პუნქტიან ვალდებულებასთან დაკავშირებით, დადებითი არაფერი მოიტანა – ანა წითლიძე

საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. მანამდე კი, თბილისში ისევ დისკუსიის საგანია, ვინ შეუერთდება ცხრა დათქმის შესრულების პროცესს.
ოპოზიციის ნაწილი მზადაა, პროცესში ჩაერთოს. პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ სამუშაო პროცესში ჩართვისთვის მზად არიან, თუმცა განწყობა სკეპტიკური აქვთ.
“არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ, ყველა ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა. არ გვაქვს ხისტი დამოკიდებულება სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ, ასევე, ვნახეთ წარსული გამოცდილება – რეალურად, სამუშაო ჯგუფებში შექმნილმა პროცესმა, 12-პუნქტიან ვალდებულებასთან დაკავშირებით, დადებითი არაფერი მოიტანა. 9-პუნქტიან ვალდებულებას ეს ხელისუფლება არ შეასრულებს, რადგან 9-პუნქტიანი ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმას, რომ ამით, რეალურად, ის ასრულებს თავის ძალაუფლებას,” – აცხადებს ანა წითლიძე.
განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრმა, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ.
“ჩვენ რომ უმრავლესობა გვქონდეს, საერთოდ არ მოვიკითხავ, სად არიან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ისე მივიღებთ 9-ვე პირობას, ზუსტად ორ თვე-ნახევარი სჭირდება, დათვლილი გვაქვს,” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს