პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება

ვლადიმერ პუტინი მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელარუსში გაემგზავრა, სადაც „საკავშირო სახელმწიფოს“ უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება.
უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომა საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთისა და ბელარუსის საერთო თავდაცვითი სივრცის გაძლიერების საკითხებს.
ამასთან, დაგეგმილია არაერთი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ელექტროენერგიის ერთიანი ბაზრის ფორმირების, საქონლის უკანონო იმპორტის წინააღმდეგ ბრძოლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთიანი წესებისა და საკომუნიკაციო მომსახურების კომფორტული ტარიფების შემოღების შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.