“ვაფრთხილებ ოპოზიციას” – კალაძე

ოპოზიციის წარმომადგენლებზე საუბრისას, ამბობს:
„ეს სიახლე არაა. ჩვენ ვიცით მათი ზრახვები. ყველა არჩევნების წინ ვისმენთ მსგავს განცხადებებს. ოპოზიციის წარმომადგენლები არც ისეთი სულელები არიან და ძალიან კარგად ესმით, რომ არჩევნების გზით გამარჯვებას ვერ შეძლებენ. რჩებათ ერთადერთი გზა – ქვეყანაში არეულობა მოაწყონ. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, რომ არავის არაფერი გამოუვა და ვერავინ გაბედავს არეულობის შემოტანას, დაპირისპირებას და სისხლისღვრას. როგორ შეიძლება ქართველმა, ღირსეულმა, თავის სამშობლოზე შეყვარებულმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომელსაც დღეს ოპოზიცია წარმოადგენს?! ეს ადამიანები დაკავებული არიან ქვეყნის მტრობით, ჯერ ბრიუსელში დარბოდნენ, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ გაგვეფორმებინა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეეჩერებინათ. შემდეგ კი ცდილობდნენ, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეთ?!“

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა