ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობის მიზნით სემეკში მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათი ცნობით, პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გადასცა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა პროგრამის მნიშვნელობაზე, ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს. ასევე, პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სემეკის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობისა და წახალისების საჭიროება განიხილეს.
სემეკ-ისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობის მენტორობის პროგრამა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ინდივიდუალური ტრენინგები მონაწილეთა პროფესიული განვითარების, ასევე საჯარო გამოსვლების, პროექტის მენეჯმენტის, საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესების მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინი სანადირაძე: იმ ამბავს როგორ უყურებთ, როცა არცერთი მაღალი თანამდებობის პირის, საჯარო მოხელისა და პარლამენტარის შვილი ან შვილიშვილი – არცერთ საჯარო სკოლაში არ სწავლობს, ხოლო მოკვდავთა შვილები სამ და ოთხ ცვლაში დადიან

გივი მიქანაძე: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად არ არის იმ მიმართულებაზე ორიენტირებული, რომ სასწავლო პროცესი მათმა შვილებმა და ახალგაზრდებმა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში