ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი

ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი, განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ბრიუსელში პარასკევს, 21 ივნისს გამართულ ბრიფინგზე. მხარეები ტექსტზე შეთანხმდნენ, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეთანხმებას 26 ივნისს მოაწერს ხელს. დოკუმენტი ეხება არა მხოლოდ კიევისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას, არამედ ფინანსურ მხარდაჭერას, ევროინტეგრაციას და თანამშრომლობის სხვა სფეროებს, იუწყება Deutsche Welle.
ასევე მომავალ კვირაში ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის გამო. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბებიან.
ლუქსემბურგში მინისტრთა შეხვედრის დღის წესრიგის კიდევ ერთი საკითხი იქნება საქართველოში არსებული ვითარება. საუბარია ქვეყანაში მიღებულ კანონზე უცხოური გავლენის შესახებ. საბჭოში ამ კუთხით გადაწყვეტილებები არ არის მოსალოდნელი. მაგრამ ამ თემის განხილვა გაგრძელდება ევროკავშირის სამიტზე 27 და 28 ივნისს ბრიუსელში, იუწყება Deutsche Welle.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.