არქივი20 აპრილი 2025, 13:21
დოლიძის ქუჩაზე მანქანას აღმართიდან დაგორებული ავტომანქანა შეეჯახა - დაშავებულია ერთი პირი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილს ზედა ქუჩიდან დაგორებული მანქანა დაეცა, რომელიც შეჯახების შემდეგ ავტოფარეხებში გადაიჩეხა.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად მამაკაცი მსუბუქად დაშავდა.
ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.