გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას 52 წელი შეუსრულდებოდა.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, სსიპ “სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო”-ს ოზურგეთის მუნიციპალური განყოფილების, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო.
ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს