გვაქვს -სგან ჩვენი სახელმწიფოსთვის დახმარების ახალი პაკეტი, გაზრდილი არტილერია, მეტი ჭურვი, რომელიც ახლა ასე გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან “რამშტაინის” ფორმატის სხდომის წინ ნაყოფიერი საუბარი შედგა. მისი თქმით, განიხილეს ვითარება ბრძოლის ველზე.
“უკრაინას აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ოსტინი ეწვია. მასთან ერთად ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალი კავოლი. გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი, “რამშტაინის” ფორმატის სხდომის წინ. განვიხილეთ ვითარება ბრძოლის ველზე, პერსპექტივები, როგორ შეგვიძლია ჩვენი თავდაცვის გაძლიერება. გვაქვს აშშ-გან ჩვენი სახელმწიფოსთვის დახმარების ახალი პაკეტი. მადლობელი ვარ. გვექნება გაზრდილი არტილერია, მეტი ჭურვი, რომელიც ახლა ასე გვჭირდება.
ვისაუბრეთ ჩვენს ქმედებებზე შავ ზღვაში და უკრაინის საექსპორტო დერეფნებზე, დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია აგრესორი აკვატორიიდან გავაძევოთ,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში