გელა მთივლიშვილი: თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს (ვიდეო)

“ხარება ვისაც არ ევასება, იმის დედას შ—-ი“! – შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული თანამშრომელი წეროვანთან, ავტობანზე თავს დაესხა საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს.
„თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან -ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. შეიარაღებული პირი ვიდეოს წაშლას მათგანაც ითხოვდა“, – ამბობს გელა მთივლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ნადირაძე – 4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი რევოლუციის დღე, როგორი მშვიდობიანი რევოლუცია იქნება, იცით? ირაკლი კობახიძეს თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს – კორუმპირებული მთავრობა მშვიდობიანი დამხობის გზით უნდა წავიდეს

პაატა მანჯგალაძე – ხაბეიშვილმა თქვა, რომ ბევრს არ სჯერა ოპოზიციაში, ბევრს – ხალხში, მაგრამ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიჯერა, რომ ხალხს შეუძლია ცვლილება, ამიტომ დააკავეს ხაბეიშვილი, ზოდელავა – ისინი გამარჯვების რწმენას ასხივებდნენ