“გამჭვირვალობის კანონი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ინტერესებთან” – მაკა ბოჭორიშვილი

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ ისაუბრა და შემდეგი აზრი დააფიქსირა:

„თუ კარგად წაიკითხავენ და გაიაზრებენ ამ კანონს და სწორად გაიგებენ, რა არის ამ კანონის ობიექტური საფუძველი, მე ვფიქრობ, ყველა მიხვდება, რომ მას არათუ საწინააღმდეგო აქვს რაიმე ევროპულ ფასეულობებთან და სტანდარტებთან, არამედ პირიქით, ის სრულად შეესაბამება სწორედ იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რისთვისაც ის არის შექმნილი, და სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს ინტერესებთან, ასევე ევროპულ სტანდარტებთან. ამერიკულ კანონს ეხმიანება თუ რომელი ქვეყნის კანონის ასლია, შეუძლიათ წაიკითხონ და ეძიონ, სად შეიძლება გავავლოთ პარალელები. თუმცა ყველა კარგად დაინახავს, რომ ყველაზე ნაკლები პარალელი შეიძლება იყოს გავლებული სწორედ რუსულ კანონთან“ – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე