პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბერძენი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საბერძნეთში პოპულარული მედია პლატფორმა “Athinorma”-ს ჟურნალისტებს უმასპინძლა.
ბერძნული მედიის წარმომადგენლებმა თბილისი დაათვალიერეს, გაეცნენ დედაქალაქის ტურისტულ ადგილებს. ბერძენი ჟურნალისტები კახეთში გაემგზავრნენ, სადაც ალავერდის მონასტერი მოინახულეს, ეწვივნენ სიღნაღს, დაათვალიერეს ღვინის მარნები და ვენახები. კახეთის შემდეგ უცხოელი ჟურნალისტები ყაზბეგს ესტუმრნენ, დაათვალიერეს გერგეტის სამება.
ტურის ფარგლებში “Athinorma”-ს წარმომადგენლებმა მცხეთა და უფლისციხე მოინახულეს. შიდა ქართლში ეწვივნენ ღვინის მარნებს, სადაც გაიმართა ღვინისა და ქართული კერძების დეგუსტაცია.
ბერძნული მედიის წარმომადგენლების ძირითად ინტერესს წარმოადგენს თანამედროვე გასტრონომიული ტენდენციები, ღვინო, გალერეები, ღვინის ბარები.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.