არქივი16 იანვარი, 2024, 05:07
ბაქოში მომხდარ აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
ბაქოში, ბინაგადის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში მომხდარ აფეთქებას, საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის კაცი ბაქოში სამუშაოდ იყო წასული. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ აფეთქების შედეგად სულ 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 24. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.