-ის სახელმწიფო მდივანი, ისრაელში ჩავიდა – ის ქვეყნის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ისრაელში ჩავიდა, სადაც ის ქვეყნის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს.
CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ამერიკელი დიპლომატი ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
ისრაელში ჩასვლამდე, ენტონი ბლინკენი თურქეთში, იორდანიაში, კატარსა და საუდის არაბეთში იმყოფებოდა. ისრაელის შემდეგ კი, ის დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეს ეწვევა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ენტონი ბლინკენის მეოთხე ვიზიტი რეგიონში, -“ჰამასის” ომის დაწყების შემდეგ და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც მან გააჟღერა, არის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს უფრო ფართო, რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
ამასთან, ბლინკენის თქმით, პალესტინელებს ღაზის დატოვება არ უნდა აიძულონ და მათ საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, როგორც კი შესაბამისი პირობები შეიქმნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს