აშშ-ის სამხრეთ საზღვრისკენ ათასობით მიგრანტი მიემართება – მექსიკელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, არალეგალური მიგრაციის შეჩერების გზებზე სასაუბროდ, მოლაპარაკებათა მაგიდას კიდევ ერთხელ მიუსხდებიან

სამხრეთ მექსიკიდან შეერთებული შტატების საზღვრისკენ, ათასობით მიგრანტი ფეხით მიემართება. მათი უმეტესობა სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდანაა. “გამოსვლა სიღარიბიდან” – წერია ბანერზე, რომელიც მსვლელობის ლიდერებს უჭირავთ. როგორც BBC წერს, მიგრანტთა ქარავანს 7 000-მდე ადამიანი შეუერთდა. მათ შორის ათასობით ბავშვია.
არალეგალ მიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო, მექსიკასა და შტატებს შორის, ბოლო დროს რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი ჩაიკეტა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გეგმავს, მექსიკის პრეზიდენტთან ერთად განიხილოს მასობრივი მიგრაციის შეკავების გზები. შეხვედრა ოთხშაბათსაა ჩანიშნული.
როგორც 2022, ისე 2023 წელს, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე დაკავებულ მიგრანტთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. ოფიციალური ვაშინგტონი იტყობინება, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში – სექტემბრის განმავლობაში, დააკავეს 200 000-ზე მეტი მიგრანტი, რომელიც უკანონოდ კვეთდა აშშ-მექსიკის საზღვარს.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან