“ანა ფრანკის დღიური” ახმეტელის თეატრის სცენაზე გაცოცხლდება

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულის მამხილებელი დოკუმენტი, რომელიც ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელთა დევნას ასახავს, ახმეტელის თეატრის სცენაზე გაცოცხლდება. “ანა ფრანკის დღიური” ან “დღიური, სახელწოდებით თავშესაფარი”, ოთხ კედელში გამოკეტილი 13 წლის ებრაელი გოგოს 2 წლის განმავლობაში გაკეთებული ჩანაწერია, სადაც ის ბავშვური გულწრფელობით ასახავს საკუთარ განცდებს, შიშსა და წუხილს.
ანა ფრანკი ნაცისტებმა იპოვეს, თუმცა გადარჩა მისი დღიური, რომელიც 20-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა ებრაელთა ჰოლოკოსტის. სწორედ სკოლის მოწაფე ებრაელი გოგონას განცდების გადმოცემას შეეცდებიან მსახიობები სცენაზე, მათ შორის იმ ისტორიის, რომელიც ანა ფრანკს სპეციალურ სამალავში გადახდა. ორ მოქმედებიანი სპექტაკლის პრემიერა რეჟისორმა სიმბოლურად 27 იანვარს, ებრაელთა ჰოლოკოსტის დღეს დაამთხვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია