ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე – შედეგი ნული – შალვა პაპუაშვილი ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე

ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას. თანაზიარი ვარ მათი განცდების და ფიქრების.”- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ეხმიანება წყალტუბოში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც მათი პარტიის რაიონულიორგანიზაციის წევრი ერმილე გიგიაძე, ოპოზიციონერ აქტივისტითან მძიმე საუბრის შემდეგ გარდაიცვალა.
“ხელის გულზე იდო, რომ ნაცმოძრაობის და ენჯეოების მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე.
ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების მიმართ. ამიტომ ვითხოვდი მათგან დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღის და ძალადობის კამპანიას.
ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე – შედეგი ნული. ვაცხადებდი საჯაროდ – შედეგი ნული. ყველაფერი გაატარეს – “მე ვესროლე” კამპანიაც, შუბლში 84 ტყვიის დაპირებაც, სატელეფონო ტერორიც, ოჯახის წევრების ბულინგიც, მონების ძახილი და შემდეგ სოცქსელებში ამით კეკლუცობაც. აბსოლუტურად ყველაფერი. ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს.”- წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა