პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრე ლუკაშენკომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 30 პირი შეიწყალა

ალექსანდრე ლუკაშენკომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 30 პირი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას 30 პატიმრის შეწყალების შესახებ, რომლებიც, ხელისუფლების განცხადებით, „საპროტესტო ხასიათის დანაშაულისთვის“ არიან მსჯავრდებულები.
ლუკაშენკოს განკარგულების თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, შეწყალებულთა შორის 7 ქალი და 23 მამაკაცია და მათი უმეტესობა არასრულწლოვანთა და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები არიან.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ შეწყალების მისაღებად მათ შეასრულეს სავალდებულო პირობები: წარადგინეს შეწყალების შუამდგომლობა, აღიარეს დანაშაული, გულწრფელად მოინანიეს და კანონიერი ცხოვრების წესით ცხოვრების პირობა დადეს.
შეგახსენებთ, 16 აგვისტოს, ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას 30 ადამიანის შეწყალების შესახებ, რომლებიც ასევე მსჯავრდებულები იყვნენ „საპროტესტო ხასიათის დანაშაულისთვის“. გათავისუფლებულთა შორის იყო 14 ქალი და 16 მამაკაცი, მათ შორის საპენსიო ასაკის ადამიანები და მძიმე ავადმყოფები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.