პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი ოქსფორდის ლიტერატურულ ფესტივალზე

ქართველი მწერლების აკა მორჩილაძისა და დათო ტურაშვილის კიდევ ერთი წარმატება – ისინი ოქსფორდის ლიტერატურულ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის ახალ პროგრამას „ქართული ლიტერატურა და კულტურა“ ჰქვია . აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი დამსწრე საზოგადოებას მოუთხრობენ სტალინურ მემკვიდრეობაზე, საკუთარ შემოქმედებაზე, ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე როგორც საბჭოთა, ისე პოსტ-საბჭოთა საქართველოში.
ქართველი მწერლების შეხვედრა შელდონიანის თეატრში 17 მარტს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: artinfo.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.