„PPA კონტრაქტებს ძირითადად მზის კომპანიები იყენებენ“ - ჩატარდება თუ არა მესამე CFD აუქციონი?

გახდება თუ არა საჭირო ენერგოპროექტების განსახორციელებლად მესამე CFD აუქციონის ჩატარება, მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი. განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ მეორე CFD აუქციონში დადგენილი ტარიფი ჰიდროელექტროსადგურის პროექტებისთვის მისაღები არ არის, ამიტომ წლის ბოლოს გაირკვევა, რამდენი პროექტის ინვესტორი მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს PPA კონტრაქტის მისაღებად, რა სქემაც სწორედ მეორე სიმძლავრის აუქციონში დადგენილ მედიანურ ტარიფებს ეყრდნობა.
როგორც ცნობილია, კერძო სექტორს ენერგეტიკულ პროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობა სექტემბრიდან შეუძლიათ. სწორედ პირდაპირი მოლაპარაკებებით შეიცვალა CFD აუქციონები, რომელიც აქამდე ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერ სქემად გამოიყენებოდა.
როგორც მაია მელიქიძე ამბობს, ამ შესაძლებლობას ძირითადად მზის გენერაციის კომპანიები იყენებენ.
„მეორე CFD აუქციონმა ცალსახად გამოავლინა, რომ ტარიფი სახარბიელოა მზის გენერაციის ობიექტებისთვის, ქარისთვის, მაგრამ ყოვლად არასახარბიელოა ჰიდროგენერაციისთვის, ვინაიდან ინვესტირებული თანხის ამოსაღებად ინვესტორებს სჭირდებათ არა 10 წელი როგორი მოლოდინიც აქვთ ხოლმე, არამედ 13-15 წელი, და ეს საკმაოდ დიდი პერიოდია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.