„სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ... ბავშვების უსაფრთხოება თქვენთვის პრიორიტეტი არ არის“ - ხვედელიანი „ოცნებას“
პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტში სკოლების მშენებლობის შეფერხება, უფასო კვების პროექტის დაბლოკვა და საბავშვო ბაღებში ბავშვთა უსაფრთხოების საკითხები გააკრიტიკა. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მას პოლიტიკურ წარსულზე მიუთითა.