გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
ექსპერტი ხსნის, რა გათვლა აქვს ღარიბაშვილს
გია ხუხაშვილის შეფასებით, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილები მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის დახმარებას ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში შეწყალების მიღებას. თავად ღარიბაშვილმა კი რიგით მერვე წერილით საზოგადოებას მიმართა და პრემიერობის დროინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
,, ჩვენი ხელისუფლების “ბრძნული” პოლიტიკა კი გვეუბნება – სამაგიეროდ თავს თბილი სითხით გვბანენო…“ – გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ორთაჭალაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც რუსეთის მოქალაქემ კაფეში მყოფ პირებს აივნიდან გადმოაშარდა. მისი შეფასებით, ეს არის იმის საყოფაცხოვრებო გამოვლინება, რასაც რუსეთი 2022 წლიდან საქართველოს უკეთებს, ხოლო ხელისუფლების პოლიტიკას კრიტიკულად აფასებს.
“მარტივი კითხვა – არის თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა?” – გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ხელისუფლების პოზიციას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და სვამს კითხვას, წარმოადგენს თუ არა ეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას და საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის საფუძველს.
“იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ 21-ე სკოლა “იქნებ მართლა დასანგრევია…” – გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში 21-ე სკოლის შესაძლო დემონტაჟის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ სამხარაულის დასკვნაში რეაბილიტაციის არარენტაბელობაა მითითებული, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე დანაშაულის ტოლია.
ზაალ ანჯაფარიძე: პატარა "სასახლის გადატრიალება" ტვ-პირველში, და დასტური, რომ არის თხემითტერფამდე პარტიული ტელეარხი. როგორც ჩანს პარტიამ საკუთარი კონტროლის გაძლიერება მოისურვა. სამეურვეო საბჭოდან ჩახსნეს ნოდარ მელაძე და მოიყვანეს ახალი "სახე" გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ტვ პირველში მომხდარ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ტელეარხზე პარტიამ კონტროლის გაძლიერება მოისურვა. მისი თქმით, სამეურვეო საბჭოდან ნოდარ მელაძე ჩახსნეს და გია ხუხაშვილი მოიყვანეს.
“ტვ პირველის“ დირექტორად ლევან ჯორბენაძე დაინიშნა - განახლდა არხის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაც
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დირექტორად ლევან ჯორბენაძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე არხის მფლობელი ვატო წერეთელი ჩაანაცვლა. გარდა ამისა, შეიქმნა და განახლდა არხის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაც, რომელსაც თავად ვატო წერეთელი უხელმძღვანელებს.
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - დირექტორობის კანდიდატი ლევან ჯორბენაძეა
ტელეკომპანია TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, რომელსაც არხის დამფუძნებელი ვატო წერეთელი უხელმძღვანელებს. საბჭოში შევიდნენ მედიისა და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები. არხის დირექტორობის კანდიდატად ჟურნალისტი ლევან ჯორბენაძე დასახელდა.
„TV პირველის“ დირექტორი „ლელოს“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსი ხდება
„TV პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა არხის დირექტორობის კანდიდატად ლევან ჯორბენაძე წარადგინა, რომელიც პარტია „ლელოს“ კომუნიკაციების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ტელეკომპანიაში ასევე იქმნება საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო.