ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

“იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ 21-ე სკოლა “იქნებ მართლა დასანგრევია…” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში 21-ე სკოლის შესაძლო დემონტაჟის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ სამხარაულის დასკვნაში რეაბილიტაციის არარენტაბელობაა მითითებული, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე დანაშაულის ტოლია.

“იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ 21-ე სკოლა “იქნებ მართლა დასანგრევია…” – გია ხუხაშვილი
“იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ 21-ე სკოლა “იქნებ მართლა დასანგრევია…” – გია ხუხაშვილიალია

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:

21- ე სკოლასთან დაკავშირებით.

იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ “იქნებ მართლა დასანგრევია…”

სამხარაულის დასკვნაში დემონტაჟის რეკომენდაციის მოტივად დასახელებულია რეაბილიტაციის “არარენტაბელობა”, ანუ ძვირი დაჯდებაო.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე არარენტაბელობაზე საუბარი, მინიმუმ სამსახურებრივ გულგრილობად უნდა შეფასდეს, თუ უარესი არა.

ამასაც თავი რომ დავანებოთ, არარენტაბელობის ერთადერთ მოტივად მოყვანა ადასტურებს იმას, რომ დემონტაჟის აუცილებლობა არ არსებობს.

ამ ფაქტიურად ფარატინა ქაღალდის საფუძველზე დემონტაჟის გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე, რომელშიც ნათლად უნდა ჩანდეს, რომ დანგრევა-აშენება უფრო ხელსაყრელია, ვიდრე რეაბილიტაცია, ჩემის აზრით იქნება დანაშაული.

ჩვენ უკვე პრემიერ-მინისტრები ვნახეთ უფრო ნაკლების გამო ციხეში. ვფიქრობ, არც მინისტრები და სხვა ჩინოვნიკები არიან დაცულები, თუ ვიღაცა ამ თემაში კარგად გაერკვევა, რასაც ნამდვილად ვერ გამოვრიცხავდი….

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.