ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ზაალ ანჯაფარიძე: “პატარა "სასახლის გადატრიალება" "TV პირველში", და დასტური, რომ არის

ლელოტვ პირველი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „TV პირველში“ მომხდარ ცვლილებებს ეხმაურება და ტელეარხს პარტიულს უწოდებს, სადაც სამეურვეო საბჭოდან ნოდარ მელაძე ჩახსნეს და გია ხუხაშვილი მიიყვანეს.

ზაალ ანჯაფარიძე: “პატარა "სასახლის გადატრიალება" "TV პირველში", და დასტური, რომ არის
ზაალ ანჯაფარიძე: “პატარა "სასახლის გადატრიალება" "TV პირველში", და დასტური, რომ არისPOSTV

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „TV პირველში“ განხორციელებულ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“პატარა “სასახლის გადატრიალება” “TV პირველში”, და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არის თხემით ტერფამდე პარტიული ტელეარხი. როგორც ჩანს, პარტიამ საკუთარი კონტროლის გაძლიერება მოისურვა.

სამეურვეო საბჭოდან ჩახსნეს “TV პირველის” “სახე” ნოდარ მელაძე და მოიყვანეს ახალი “სახე” – გია ხუხაშვილი.

ვფიქრობ, წინ არაერთი ცვლილება გველოდება, რადგან პარტია “ლელო”, რომელსაც აკრძალვა ემუქრება, ახლა ცდილობს თავის გადარჩენას, და ამ პროცესში ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტისთვის და მამა-შვილ წერეთლებისთვის პარტიული ტელეარხით პოლიტიკური ვაჭრობა “მოსული” ამბავია.

ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენებს”, – წერს ანჯაფარიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.