ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება - რამდენი პროცენტით დაიბეგრებიან ფიზიკური პირები?
საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება. ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შემოსავალს დააკლებს, რომლის კომპენსირებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.