ნათია სონღულაშვილმა TV იმედში წილი გაასხვისა, ახალი მეწილე მაგდა ანიკაშვილი გახდა
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ კომპანიაში წილები სიმბოლურ ფასად ხელახლა გადანაწილდა: კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“, ნათია სონღულაშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა დატოვეს, ხოლო 25-25%-იანი წილების მფლობელები მაგდა ანიკაშვილი, მაკა ლომიძე, ირაკლი ჩიხლაძე და მაია ჩიგოშვილი გახდნენ.