შიო მესამე: წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საკვირველი წმინდანი კაცობრიობის ისტორიაში. შეიძლება ითქვას, ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ის დასაწყისშივე ამბობს, რომ სიტყვა არის ღმერთი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მამისნაცვალმა, შიო მესამემ ქადაგებისას წმინდა იოანე ღვთისმეტყველისა და მისი სახარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.