ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი კახიანი: „ყველაფრის გათვალისწინებით, ელჩს მეტი სიფრთხილე მართებს, როდესაც დახურულ შეხვედრებზეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, ნორვეგიის ელჩისა და პოლიტიკოსების, გვარამია-ჯაფარიძის ფარულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არსებული მძიმე ფონისა და წარსული არასასურველი გამოცდილების გათვალისწინებით, ელჩს მეტი სიფრთხილე მართებს. კახიანის თქმით, შეხვედრა, რომელიც არ იყო გასაჯაროებული და რადიკალურად გამოირჩეოდა, კითხვებს აჩენს და კარგი იქნება, თუ ნორვეგიის საელჩო განმარტებებს გააკეთებს.

გიორგი კახიანი: „ყველაფრის გათვალისწინებით, ელჩს მეტი სიფრთხილე მართებს, როდესაც დახურულ შეხვედრებზეა
გიორგი კახიანი: „ყველაფრის გათვალისწინებით, ელჩს მეტი სიფრთხილე მართებს, როდესაც დახურულ შეხვედრებზეაPOSTV

„კითხვები ჩნდება და კარგი იქნება, თუ გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა ნორვეგიის საელჩოს მხრიდან“, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გვარამია-ჯაფარიძისა და ნორვეგიის ელჩის ფარულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

კახიანის თქმით, ყველაფრის გათვალისწინებით, ელჩს მეტი სიფრთხილე მართებს, როდესაც დახურულ შეხვედრებზეა ლაპარაკი.

„პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ არასასურველი გამოცდილება გვაქვს. გვახსოვს სხვა ელჩების შემთხვევები, თუ როგორ მონაწილეობდნენ ისინი პოლიტიკურ პროცესებში. მათი მხრიდან გვახსოვს პოლიტიკური განცხადებები, აქციებზე მისვლა, სასამართლო პროცესებზე დასწრება და ა.შ. ანუ ისეთი მოქმედებები, რომლებიც ელჩის კომპეტენციას სცდება და პოლიტიკურ პროცესებში მის ჩართულობაზე მიუთითებს. ბუნებრივია, ეს ფონიც, წინაპირობაც გარკვეულ კითხვებს აჩენს, როდესაც შეხვედრა ფარულად ხდება. ეს არ ყოფილა გასაჯაროებული შეხვედრა. ერთი მხრივ, თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენს პრაქტიკაშიც ხშირად ხდებოდა, როდესაც ელჩები ხვდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი ღიად, საჯაროდ ხდებოდა. ასეთი შეხვედრები პარლამენტის შენობაშიც იმართებოდა, საელჩოშიც და დასამალიც არ იყო, მაგრამ როდესაც ჩვენ ასეთი მძიმე ფონი გვაქვს, გვახსოვს სულ ცოტა ხნის წინ რევოლუციური გადატრიალებების რამდენიმე მცდელობა, ამ პროცესებში უცხოური ფაქტორების მონაწილეობის, მათ შორის ზოგიერთი ელჩის სახით, ბუნებრივია, ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს. მითუმეტეს, როდესაც ლაპარაკია შეხვედრაზე, რომელიც ფარულად წარიმართა. იმავდროულად, შეხვედრა იყო ისეთ პოლიტიკოსებთან, რომლებიც განსაკუთრებული რადიკალიზმით გამოირჩევიან. თავად ნორვეგიის ელჩთან შესაძლოა ნაკლებად საპრეტენზიო იყოს, იგი ახალი დანიშნულია. პირიქით, ასე ვიტყოდი, რომ ამ ფონზე და ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ელჩს მეტი სიფრთხილე მართებს, როდესაც ასეთ შეხვედრებზეა ლაპარაკი. კითხვები ჩნდება და კარგი იქნება, თუ გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა ნორვეგიის საელჩოს მხრიდან, თუმცა ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ამ საკითხზე დუმილია“, – აღნიშნა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კითხვები ჩნდება და კარგი იქნება, თუ გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა ნორვეგიის საელჩოს მხრიდან“
გიორგი კახიანი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე ნორვეგიის ელჩს ფარულად შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები