ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქზე მიიტანეს იერიში, რასაც მსხვერპლი და დაშავებულები მოჰყვა. კიევში დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ასევე დაშავდნენ მოქალაქეები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ომი ჩიხშია, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკა მოჰყვა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს მართვადი ავიაბომბებით დაარტყესრუსთავი 2

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს. საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო და სამძებრო ოპერაციები.

აფეთქებებია ხერსონის ოლქშიც, რუსულმა არმიამ 39 დასახლებულ პუნქტზე მიიტანა იერიში. დაშავდა ოთხი მოქალაქე, მათ შორის 14 წლის მოზარდი. დაზიანებულია 12 კერძო სახლი. პარალელურად აფეთქებებია კიევში, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების დაცემის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ.

ამ ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხშია და დაპირისპირება მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს. უკრაინის პრეზიდენტი მარკო რუბიოს კრიტიკით პასუხობს .

"შეუძლებელია რუსებთან ეკონომიკურ პროექტებზე შეთანხმებას აფორმებდე და საუბრობდე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლაზე" – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეუძლებელია რუსებთან ეკონომიკურ პროექტებზე შეთანხმებას აფორმებდე და საუბრობდე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლაზე“
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთმა ისევ დაარტყა კიევს, ოდესას, ზაპოროჟიეს - დაღუპულთა შორის 14 წლის ბიჭიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები