ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შეცვალეს ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსი, რომელიც პარლამენტში ძეგლების მდგომარეობაზე მწვავე განცხადებებს აკეთებდა

საქართველოს პარლამენტი

შეიცვალა ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსი. თეა ონიანი, რომელიც პარლამენტში ძეგლების მძიმე მდგომარეობაზე და სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარვეზებზე საუბრობდა, ამ პოსტზე ზაზა კვიციანმა შეცვალა.

შეცვალეს ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსი, რომელიც პარლამენტში ძეგლების მდგომარეობაზე მწვავე განცხადებებს აკეთებდა
შეცვალეს ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსი, რომელიც პარლამენტში ძეგლების მდგომარეობაზე მწვავე განცხადებებს აკეთებდაTV პირველი

ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსი, რომელიც პარლამენტში ძეგლების მდგომარეობაზე მწვავე განცხადებებს აკეთებდა შეცვალეს.

თეა ონიანი ამ პოსტზე ზაზა კვიციანმა შეცვალა.

ზაზა კვიციანი სააგენტოს გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ასრულებდა სექტემბერში მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მანამ, ვიდრე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კვლავ არ გაერთიანდა.

მანამდე, ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა 2025 წლიდან.

სამინისტრომდე ზაზა კვიციანი თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე იყო.

თეა ონიანი გასული წლის ნოემბერში, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე გამოწვევებზე საუბრობდა და ამბობდა, რომ “ყველა ისეთ ძეგლს, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი გასაჭირი ჰქონდა“

საუბარი იყო ისეთ ძეგლებზე, როგორიცაა, სვეტიცხოველი, ბაგრატი, ნიკორწმინდა, ფიტარეთი, ყინწვისი, შემოქმედი, ცაიში, წალენჯიხა, ატენის სიონი და სხვა.

ონიანი პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად კი წინა წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარვეზით ჩატარებას ასახელებდა.

ძეგლები იმის გამო ფუჭდება, რომ ან სახურავია არასწორად მოწყობილი ან მასალაა არასწორი - თეა ონიანი

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველა ისეთ ძეგლს, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი გასაჭირი ჰქონდა“
თეა ონიანი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, პირადად მეც, „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი!”წაიკითხე

უახლესი ამბები