ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

POLITICO: ევროკავშირმა, კანადამ და ლიეტუვამ აშშ-ის ზეწოლის შემდეგ დეზინფორმაციის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს

POLITICO-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად ევროკავშირმა, კანადამ და ლიეტუვამ დეზინფორმაციის საკითხებისადმი მიძღვნილ ვილნიუსის კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ვინაიდან ღონისძიებაზე შეერთებული შტატები „უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის“ (FIMI) აქტორად იყო მოხსენიებული.

POLITICO: ევროკავშირმა, კანადამ და ლიეტუვამ აშშ-ის ზეწოლის შემდეგ დეზინფორმაციის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს
POLITICO: ევროკავშირმა, კანადამ და ლიეტუვამ აშშ-ის ზეწოლის შემდეგ დეზინფორმაციის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადესიმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირის, კანადისა და ლიეტუვის დიპლომატებზე ზეწოლა მოახდინა, რის შემდეგაც სამივე მხარემ დეზინფორმაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას POLITICO აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიურ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

კონფერენცია, სახელწოდებით #Disinfo2026, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმართება. ღონისძიების პროგრამაში თავდაპირველად დაგეგმილი იყო პანელები, რომლებზეც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ზოგადად შეერთებული შტატების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხე უნდა განეხილათ.

გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ვაშინგტონი განსაკუთრებით გააღიზიანა კონფერენციის პროგრამაში შეერთებული შტატების „უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის“, FIMI-ის აქტორად მოხსენიება.

FIMI ევროკავშირის მიერ გამოყენებული ტერმინია და გულისხმობს ისეთ საქმიანობას, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის დამახინჯებაა, მათ შორის დეზინფორმაციის ონლაინ გავრცელება. ტერმინი, როგორც წესი, უცხოელი აქტორების, მათ შორის რუსეთის, საქმიანობის აღსაწერად გამოიყენება.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აშშ-ის საელჩოებსა და ევროკავშირში აშშ-ის წარმომადგენლებს დაავალა, ვაშინგტონის შეშფოთება გამოეხატათ და გაერკვიათ, ეთანხმებიან თუ არა შესაბამისი ქვეყნების მთავრობები შეერთებული შტატების FIMI-ის აქტორად შეფასებას.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონფერენციის მიერ აშშ-ის რუსეთისა და ჩინეთის მსგავსად „უცხოელ მოწინააღმდეგეებად“ მოხსენიება „მცდარ პარალელს“ ქმნის და რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან დემოკრატიულ ქვეყნებში ჩარევის მასშტაბსა და ხასიათს ბუნდოვანს ხდის.

POLITICO-ს ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა საფრანგეთში, ნორვეგიაში, რუმინეთსა და პოლონეთში აშშ-ის საელჩოებს მოუწოდა, შესაბამის მთავრობებთან კონფერენციის საკითხი დაეყენებინათ. დიპლომატებს დავალებული ჰქონდათ, მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის აშშ-ის უკმაყოფილება ზეპირად, წერილობითი ფორმის გარეშე ეცნობებინათ.

კონფერენციის ერთ-ერთი პანელი სახელწოდებით „აშშ, როგორც FIMI-ის საფრთხე: აღიარება, ადაპტაცია, წინააღმდეგობა“ აშშ-ის მხრიდან ევროპის მიმართ დეზინფორმაციის საფრთხეს განიხილავდა. მასში ორი ამერიკელი მკვლევარი და CIA-ის ყოფილი თანამშრომელი მონაწილეობდნენ.

აშშ-ის ოფიციალური პირის ინფორმაციით, რომელიც POLITICO-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრა, სახელმწიფო დეპარტამენტმა ზოგიერთ ქვეყანას კონფერენციაში მონაწილეობაზე უარის თქმა ურჩია.

ნორვეგიის, რუმინეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები ამ დრომდე კონფერენციის პროგრამაში არიან მითითებული.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას ყალბი ამბების გამავრცელებელ CNN-ს, MSNOW-ს და Politico-ს - ტრამპიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები