არ ვიღუპებით, გზამკვლევი გზამკვლევია, სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები - ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების საკითხში მთავარი პოლიტიკური ნებაა და საქართველოს არმიღება საგზაო რუკაზე არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა იღუპება. თავის მხრივ, ევროკომისარმა მარტა კოსმა აღნიშნა, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა.

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების საკითხში მთავარია არსბობდეს პოლიტიკური ნება. განცხადება ბოჭორიშვილმა სამთავრობო TV იმედის ეთერში გააკეთა იმ საკითხთან დაკავშირებთ, რომ უკრაინა-მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო EU-ში გაწევრიანებაზე საგზაო რუკას ვერ მიიღებს.
"ბევრი რამ შეიძლება მოიფიქრო ამ ქვეყნების გაწევრიანების პროცესის დასაგრძელებლად თუ შესამოკლებლად, ალბათ უფრო დასაგრძელებლად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რამდენი წელია რაც საუბარია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რა სიგრძის არის ეს გზა. რა პოლიტიკური კომპრომისების გაკეთება მოუწია ბევრ მათგანს იმისთვის, რომ პროგრესი ენახათ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია იმედგაცრუება ან პოზიციები, რომელბიც გაუჟღერებიათ ამ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ არ არის მარტივი სერიოზული პოლიტიკური კომპრომისები გააკეთო იმისათვის, რომ პატარა ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და შემდეგ კიდევ რაღაც ახალ გზამკვლევზე ვსაუბრობთ. როდესაც არსებობს გაწევრიანების მოლაპარაკებები, როდესაც არსებობს ეს პროცესი, რომელიც ძალიან ცხადია, დაიხუროს უნდა თავები, შეთანხმდნენ რაღაც წესებზე - ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის პროცესი, მთავარი არის პოლიტიკური ნება გაფართოების თუ არ გაფართოების" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაგდა ანიკაშვილის რეპლიკაზე "ოპოზიციის განწყობა, რომ ჩვენ იქ არ ვართ და დავიღუპეთ ეს ე.ი. არარეალისტურია და საფუძველს მოკლებული". მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა "არა, ჩვენ ნამდვილად არ დავიღუპეთ, ნამდვილად არ ვიღუპებით. ჩვენ უნდა ვნახოთ რამდენად სერიოზულია ევროკავშირი ასევე გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, გზამკვლევი გზამკვლევია, ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები და იმედი მაქვს, რომ ეს პროცეის არ არის შეჩერებული და გაგრძელდება, თუმცა საკმაოდ გრძელია".
გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკომისიამ გაწევრიანების პროცესში ოთხი მოწინავე კანდიდატი – მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა – გამოყო და მათთვის ინდივიდუალური საგზაო რუკების მომზადებას გეგმავს, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორის არ ფიგურირებს.
"საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ამას ვწუხვარ. ვისურვებდი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერის ფონზე, საქართველოც მოლდოვისა და უკრაინის დონეზე ყოფილიყო." – თქვა კოსმა ტაბულას შეკითხვის პასუხად.
უკრაინა-მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო EU-ში გაწევრიანებაზე საგზაო რუკას ვერ მიიღებს
ციტატები სტატიიდან
„ბევრი რამ შეიძლება მოიფიქრო ამ ქვეყნების გაწევრიანების პროცესის დასაგრძელებლად თუ შესამოკლებლად, ალბათ უფრო დასაგრძელებლად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რამდენი წელია რაც საუბარია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რა სიგრძის არის ეს გზა. რა პოლიტიკური კომპრომისების გაკეთება მოუწია ბევრ მათგანს იმისთვის, რომ პროგრესი ენახათ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია იმედგაცრუება ან პოზიციები, რომელბიც გაუჟღერებიათ ამ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ არ არის მარტივი სერიოზული პოლიტიკური კომპრომისები გააკეთო იმისათვის, რომ პატარა ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და შემდეგ კიდევ რაღაც ახალ გზამკვლევზე ვსაუბრობთ. როდესაც არსებობს გაწევრიანების მოლაპარაკებები, როდესაც არსებობს ეს პროცესი, რომელიც ძალიან ცხადია, დაიხუროს უნდა თავები, შეთანხმდნენ რაღაც წესებზე - ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის პროცესი, მთავარი არის პოლიტიკური ნება გაფართოების თუ არ გაფართოების“
„არა, ჩვენ ნამდვილად არ დავიღუპეთ, ნამდვილად არ ვიღუპებით. ჩვენ უნდა ვნახოთ რამდენად სერიოზულია ევროკავშირი ასევე გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, გზამკვლევი გზამკვლევია, ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები და იმედი მაქვს, რომ ეს პროცეის არ არის შეჩერებული და გაგრძელდება, თუმცა საკმაოდ გრძელია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…