ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად ტრაგიკომიკური იყო ის კამპანია, რომელიც აწარმოეს ე.წ. კამიტთან დაკავშირებით, „ბიბისი“ ჩართეს თავიდან ამ სიცრუის დალაგებაში და შემდეგ მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ დააორგანიზეს, ამ კამპანიის საწარმოებლად, მაინც ჩაუვარდათ, თუთიყუშის დონემდე დავიდა ეს კამპანია
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ე.წ. კამიტთან დაკავშირებით წარმოებული კამპანია ტრაგიკომიკურად შეაფასა და განაცხადა, რომ მასში „ბიბისი“ და შიდა თუ გარე აგენტურა იყვნენ ჩართული, თუმცა კამპანია მაინც ჩაუვარდათ.

აბსოლუტურად ტრაგიკომიკური იყო ის კამპანია, რომელიც აწარმოეს ე.წ. კამიტთან დაკავშირებით და მაინც არ ეპუებიან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ბიბისი“ ჩართეს თავიდან ამ სიცრუის დალაგებაში და შემდეგ მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ დააორგანიზეს, დაამობილიზეს ამ კამპანიის საწარმოებლად
„სამარცხვინო იყო, ტრაგიკულიც, კომიკურიც, სასაცილოც ყველა ეპითეტი შეგვიძლია გამოვიყენოთ ამასთან დაკავშირებით, მაინც ვერ ელევიან ამ საქმეს. „ბიბისიდან“ დაიწყეს, ყველაზე ტრაგიკული და სამარცხვინო ეს არის, რომ „ბიბისი“ ჩართეს თავიდან ამ სიცრუის დალაგებაში და შემდეგ მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ დააორგანიზეს, დაამობილიზეს ამ კამპანიის საწარმოებლად. მაინც ჩაუვარდათ, თუთიყუშის დონემდე დავიდა ეს კამპანია, მაინც ვერ ელევიან და აგრძელებენ საუბარს ამ თემაზე, რაც სამარცხვინო და ტრაგიკულია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…