ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა, აქედან გამომდინარე, ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება

იუსტიციის სამინისტრო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებული სპეკულაციები უსაფუძვლოა და ვითარება იუსტიციის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების სრულ კონტროლს ექვემდებარება.

პრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა, აქედან გამომდინარე, ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
პრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა, აქედან გამომდინარე, ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატებარუსთავი 2

იყო გარკვეული სპეკულაციები, რასთან დაკავშირებითაც ყველას გაქვთ ინფორმაცია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება ბოლომდე აკონტროლებს ვითარებას.

"იყო გარკვეული სპეკულაციები, რასთან დაკავშირებითაც ყველას გაქვთ ინფორმაცია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს. შეიძლება, სადღაც იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ვითარება აბსოლუტურად, სრულად ექვემდებარება კონტროლს, არ არის სიმშვიდის დარღვევის არავითარი საფუძველი. იუსტიციის სამინისტრო, ყველა შესაბამისი უწყება ბოლომდე აკონტროლებს ვითარებას.

რეალურად, საფუძველი არ ჰქონდა სპეკულაციებს, აქედან გამომდინარე, ყველაფერი ძალიან მარტივად დამშვიდდა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, როგორ არის მოწყობილი სისტემა, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა, აქედან გამომდინარე, ასეთ ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა,“- აღნიშნა პრემიერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები