ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო

თბილისის მერია

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ბოლო გაჩერება მოეწყო, რის შესახებაც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო
იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყორუსთავი 2

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ბოლო გაჩერება მოეწყო.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი პროექტი თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა. მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 000-მდე კვ.მ ფართობზე შესრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, რაც ავტოსადგომის სიმტკიცესა და გამძლეობას უზრუნველყოფს, ასევე, ტროტუარები, მგზავრთა მოსაცდელები და კუნძულები. დაიხაზა შესაბამისი საგზაო მონიშვნებიც. შშმ პირთა კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით ტერიტორია აღიჭურვა პანდუსებითა და ტაქტილური ბილიკებით", - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, მისივე თქმით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება ხე-მცენარეები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი პროექტი თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა. მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 000-მდე კვ.მ ფართობზე შესრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, რაც ავტოსადგომის სიმტკიცესა და გამძლეობას უზრუნველყოფს, ასევე, ტროტუარები, მგზავრთა მოსაცდელები და კუნძულები. დაიხაზა შესაბამისი საგზაო მონიშვნებიც. შშმ პირთა კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით ტერიტორია აღიჭურვა პანდუსებითა და ტაქტილური ბილიკებით“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ხიზანიშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება და ავტობუსების სადგომი მოეწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები