იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო
იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 000-მდე კვ.მ ფართობზე ჩატარდა, მოეწყო ბეტონის საფარი, ტროტუარები, მოსაცდელები და პანდუსები.

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ბოლო გაჩერება მოეწყო, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
„დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.ერთ-ერთი ასეთი პროექტი თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა. მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 000-მდე კვ.მ ფართობზე შესრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, რაც ავტოსადგომის სიმტკიცესა და გამძლეობას უზრუნველყოფს, ასევე, ტროტუარები, მგზავრთა მოსაცდელები და კუნძულები. დაიხაზა შესაბამისი საგზაო მონიშვნებიც. შშმ პირთა კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით ტერიტორია აღიჭურვა პანდუსებითა და ტაქტილური ბილიკებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, მისივე თქმით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება ხე-მცენარეები.
ციტატები სტატიიდან
„დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.ერთ-ერთი ასეთი პროექტი თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა. მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 000-მდე კვ.მ ფართობზე შესრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, რაც ავტოსადგომის სიმტკიცესა და გამძლეობას უზრუნველყოფს, ასევე, ტროტუარები, მგზავრთა მოსაცდელები და კუნძულები. დაიხაზა შესაბამისი საგზაო მონიშვნებიც. შშმ პირთა კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით ტერიტორია აღიჭურვა პანდუსებითა და ტაქტილური ბილიკებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.