ხიზანიშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება და ავტობუსების სადგომი მოეწყო
თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება და ავტობუსების სადგომი მოეწყო, სადაც დაიგო ბეტონის საფარი, გაკეთდა ტროტუარები და დამონტაჟდა მოსაცდელები.

ხიზანიშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება და ავტობუსების სადგომი მოეწყო.
გაკეთდა ბეტონის საფარი, ტროტუარები, მგზავრთა მოსაცდელები და კუნძულები, დაიხაზა შესაბამისი მონიშვნები. ტერიტორია აღიჭურვა პანდუსებითა და ტაქტილური ბილიკებით.
პროექტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. მიმდებარე ტერიტორიაზე კი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ სარწყავი სისტემა მოეწყობა და ხე-მცენარეები დაირგვება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.