ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სინკევიჩიუსი: ლიტვა მზად არის, აშშ-ს მუდმივი სამხედრო ბაზის მოწყობის ხარჯები დაფაროს

ლიტვის პრემიერმინისტრის მინდაუგას სინკევიჩიუსის განცხადებით, ქვეყანა მზად არის დაფაროს აშშ-ს მუდმივი სამხედრო ბაზის მოწყობის ხარჯები, თუ ვაშინგტონი ბაზის განთავსებაზე თანხმობას განაცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ თხოვნას განიხილავს.

სინკევიჩიუსი: ლიტვა მზად არის, აშშ-ს მუდმივი სამხედრო ბაზის მოწყობის ხარჯები დაფაროს
სინკევიჩიუსი: ლიტვა მზად არის, აშშ-ს მუდმივი სამხედრო ბაზის მოწყობის ხარჯები დაფაროსტაბულა

ლიტვის პრემიერმინისტრის მინდაუგას სინკევიჩიუსის განცხადებით, ლიტვა მზად არის, აშშ-ს მუდმივი სამხედრო ბაზის მოწყობის ხარჯები დაფაროს, თუკი ვაშინგტონი ბაზის განთავსებას დათანხმდება.

5 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ლიტვის თხოვნას მუდმივი ბაზის შესახებ აუცილებლად განიხილავს.

აშშ-ს ლიტვაში 2019 წლიდან თითქმის 1000 სამხედროსგან შემდგარი ჯავშანსატანკო ბატალიონი ჰყავს განთავსებული გადაფარვითი როტაციის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯარები ყოველ რამდენიმე თვეში ერთმანეთს ენაცვლებიან.

სინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ გასულ თვეში, ვილნიუსში, ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯონ კოულთან შეხვედრისას, სამხედრო წარმომადგენლობის მუდმივ ბაზად გარდაქმნის ინიციატივით გამოვიდა.

"მოხარული ვარ, რომ ამ იდეას სერიოზულად ეკიდებიან... ეს შეკავებისა და უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი გარანტიაა... ჩვენს პარტნიორებს მხოლოდ ჯარების მუდმივად განლაგების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მართებთ, ლიეტუვა კი მზად არის, მასთან დაკავშირებული ხარჯები დაფაროს". - დაწერა სინკევიჩიუსმა ფეისბუქ გვერდზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოხარული ვარ, რომ ამ იდეას სერიოზულად ეკიდებიან... ეს შეკავებისა და უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი გარანტიაა... ჩვენს პარტნიორებს მხოლოდ ჯარების მუდმივად განლაგების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მართებთ, ლიეტუვა კი მზად არის, მასთან დაკავშირებული ხარჯები დაფაროს“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი - ლიეტუვაში მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების საკითხს განვიხილავთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები