ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 553 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებული, 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 553 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 553 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 553 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურარუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. მათი საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტია.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მაღალტემპერატურულ ღუმელში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, მათ შორის: "მეთადონი", "მდმა", "ჰეროინი", "კოკაინი", "ბუპრენორფინი", "ალფა-პვპ", "კლეფედრონი", "ტრამადოლი" და "კოდეინი". ასევე განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

შსს-ს ცნობით, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესი გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.

პროცესში, მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გენერალური პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზატორია - შსსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები