ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

პოლიციამ 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 11 პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაღალტემპერატურულ ღუმელში 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკები გაანადგურეს და 11 პირი დააკავეს.

პოლიციამ 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 11 პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს
პოლიციამ 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 11 პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავესრუსთავი 2

მაღალტემპერატურულ ღუმელში პოლიცია უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკს ანადგურებს. "ჰეროინი", "კოკაინი", "მეთადონი", "მდმა", "ბუპრენორფინი", "ალფა-პვპ", "კლეფედრონი", "ტრამადოლი", "კოდეინი" – ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტი ღირს. ნარკოტიკების განადგურებამდე კანონით დადგენილი პროცედურები ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილები სპეციალურ ბაზაზე დილის 10 საათზე გამოჩნდნენ. მიკროავტობუსი 553 კილოგრამი ნარკოტიკით იყო დატვირთული.

დალუქული ნივთმტკიცებები უსაფრთხოების ზომების დაცვით მაღალტემპერატურულ ღუმელში ეტაპობრივად მოათავსეს.

განადგურებული ნარკოტიკი იმ საქმეთა მტკიცებულებები იყო, რომლებზეც სასამართლომ განაჩენი უკვე გამოაცხადა. რეალიზატორებს და ნარკოდამნაშავეებს კი სასჯელი მისჯილი აქვთ.

ნარკოტიკი, რომელიც ვიდეო მასალაში ჩანს, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების დროს ამოიღეს. ნივთმტკიცებები იქ განადგურებამდე ინახება.

ამავე საცავში მოათავსებენ ექსპერტიზის შემდეგ 192 შეკვრა "მეთადონს", "სუბოქსინს", "კეტამინს", "ჰაშიშს", "ტეტრაჰიდროკანაბინოლს", "პრეგაბალინის" შემცველ 150 აბს, კილოგრამზე მეტ "მარიხუანასა" და მცენარე "კანაფს" – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი სამართალდამცველებმა დღეს ამოიღეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 11 პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტები აღკვეთეს.

ერთ-ერთმა დაკავებულმა ნარკოტიკული საშუალებები გზავნილით მიიღო. სამართალდამცველებმა მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი ჩაანაცვლეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

ნარკოდანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად ტარდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.