ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

შსს: განადგურდა შავ ბაზარზე ₾34 მლნ-ზე მეტის ღირებულების 553კგ ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებული 553 კილოგრამი, შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს.

შსს: განადგურდა შავ ბაზარზე ₾34 მლნ-ზე მეტის ღირებულების 553კგ ნარკოტიკული საშუალებები
შსს: განადგურდა შავ ბაზარზე ₾34 მლნ-ზე მეტის ღირებულების 553კგ ნარკოტიკული საშუალებებიტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს. მათი საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტია.

"საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მაღალტემპერატურულ ღუმელში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, მათ შორის: „მეთადონი“, „მდმა“, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი“, „ტრამადოლი“ და „კოდეინი“. ასევე განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესი გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. პროცესში, მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გენერალური პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ". - წერს უწყება.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.