ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"6 700 მსხვილ ბიზნესს ვემსახურებით" - რა აქცევს "თიბისის" კორპორატიული მიმართულებით საუკეთესოდ?

თიბისი ბანკი

თიბისიმ Euromoney-ს პრესტიჟული ჯილდო „საუკეთესო კორპორატიული ბანკის“ კატეგორიაში უკვე მესამედ მოიპოვა. თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორის, მერი ჩაჩანიძის განცხადებით, ბანკი ამჟამად 6 700 მსხვილ კორპორატიულ ბიზნესს ემსახურება და ბაზრის თითქმის 44%-იან წილს ფლობს.

"6 700 მსხვილ ბიზნესს ვემსახურებით" - რა აქცევს "თიბისის" კორპორატიული მიმართულებით საუკეთესოდ?
"6 700 მსხვილ ბიზნესს ვემსახურებით" - რა აქცევს "თიბისის" კორპორატიული მიმართულებით საუკეთესოდ?BM.GE

"გვინდა, ჩვენი კლიენტებისთვის მხოლოდ ფინანსური მხარდამჭერები კი არა, ასევე სტრატეგიული მრჩევლები ვიყოთ",- ამის შესახებ "ბიზნესის კვირეულთან" ინტერვიუში თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ განაცხადა.

"თიბისიმ" Euromoney-ს პრესტიჟული ჯილდო „საუკეთესო კორპორატიული ბანკის“ კატეგორიაში უკვე მესამედ მოიპოვა. მერი ჩაჩანიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც მსგავსი აღიარების საფუძველი გახდა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის უკან ძლიერი გუნდია, განსხვავებული მიდგომებით.

"პირველ რიგში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იმ მემკვიდრეობის გაგრძელება, რომელიც TBC-ში 30 წლის განმავლობაში შეიქმნა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც TBC-ში მომსახურების ეს მაღალი სტანდარტი შექმნა და ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს და კლიენტებს, რომლებთან ერთადაც ჩვენც განვვითარდით, მათი ბიზნესიც განვითარდა და ერთად ეს დიდი ისტორია შევქმენით. ძალიან ბევრი კომპანია გვყავს ისეთი, რომელთანაც 30 წელია უკვე ვთანამშრომლობთ, ვმეგობრობთ და ვპარტნიორობთ.

ყველაზე გასახარი და საამაყო არის ჩვენი კლიენტების აღიარება და ერთგულება. დღეს ჩვენ 6 700 მსხვილ კორპორატიულ ბიზნესს ვემსახურებით. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ დღეს TBC-ის კორპორატიული ბიზნესი არის ლიდერი, ნომერ პირველი კორპორატიული ბანკია საქართველოში თითქმის 44%-იანი ბაზრის წილით. ამ ყველაფრის უკან, რა თქმა უნდა, დგას ჩვენი ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, რომელთაც აქვთ განსხვავებული მიდგომა, რომელიც ჩვენი განმასხვავებელი ფაქტორი იყო ყოველთვის. არ გვინდა, რომ ჩვენი კლიენტებისთვის ვიყოთ მხოლოდ ფინანსური მხარდამჭერები, არამედ ვიყოთ მათთვის სტრატეგიული მრჩევლები - ჩვენ მივდივართ მათთან იდეებით, ისინი მოდიან ახალი შესაძლებლობებით და ვეხმარებით, რომ ეს იდეები და შესაძლებლობები რეალობაში გარდავსახოთ.

აქამდე ყოველთვის იყო, რომ ჩვენი კორპორატიული ბანკირები და ის ძლიერი გუნდი, ისინი იყვნენ ძირითადად ამ წარმატების შემოქმედები, თუმცა დღეს, რა თქმა უნდა, ამაში დამატებით ვიყენებთ ტექნოლოგიებს - იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი თუ ასე შემდეგ",- ამბობს მერი ჩაჩანიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გვინდა, ჩვენი კლიენტებისთვის მხოლოდ ფინანსური მხარდამჭერები კი არა, ასევე სტრატეგიული მრჩევლები ვიყოთ“
მერი ჩაჩანიძე
„პირველ რიგში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იმ მემკვიდრეობის გაგრძელება, რომელიც TBC-ში 30 წლის განმავლობაში შეიქმნა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც TBC-ში მომსახურების ეს მაღალი სტანდარტი შექმნა და ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს და კლიენტებს, რომლებთან ერთადაც ჩვენც განვვითარდით, მათი ბიზნესიც განვითარდა და ერთად ეს დიდი ისტორია შევქმენით. ძალიან ბევრი კომპანია გვყავს ისეთი, რომელთანაც 30 წელია უკვე ვთანამშრომლობთ, ვმეგობრობთ და ვპარტნიორობთ. ყველაზე გასახარი და საამაყო არის ჩვენი კლიენტების აღიარება და ერთგულება. დღეს ჩვენ 6 700 მსხვილ კორპორატიულ ბიზნესს ვემსახურებით. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ დღეს TBC-ის კორპორატიული ბიზნესი არის ლიდერი, ნომერ პირველი კორპორატიული ბანკია საქართველოში თითქმის 44%-იანი ბაზრის წილით. ამ ყველაფრის უკან, რა თქმა უნდა, დგას ჩვენი ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, რომელთაც აქვთ განსხვავებული მიდგომა, რომელიც ჩვენი განმასხვავებელი ფაქტორი იყო ყოველთვის. არ გვინდა, რომ ჩვენი კლიენტებისთვის ვიყოთ მხოლოდ ფინანსური მხარდამჭერები, არამედ ვიყოთ მათთვის სტრატეგიული მრჩევლები - ჩვენ მივდივართ მათთან იდეებით, ისინი მოდიან ახალი შესაძლებლობებით და ვეხმარებით, რომ ეს იდეები და შესაძლებლობები რეალობაში გარდავსახოთ. აქამდე ყოველთვის იყო, რომ ჩვენი კორპორატიული ბანკირები და ის ძლიერი გუნდი, ისინი იყვნენ ძირითადად ამ წარმატების შემოქმედები, თუმცა დღეს, რა თქმა უნდა, ამაში დამატებით ვიყენებთ ტექნოლოგიებს - იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი თუ ასე შემდეგ“
მერი ჩაჩანიძე
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები