ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინასა და გერმანიას შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდება - რუსეთი ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევაჩეროთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევის ჩრდილოეთ ხიდს, სუმიში სამედიცინო მარაგების საწყობს და დნიპროში საკომუნიკაციო ობიექტს დაარტყეს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეإწირა და ექვსი დაშავდა. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა გერმანიის ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის კიევში ვიზიტსა და უკრაინასა და გერმანიას შორის დაგეგმილ მნიშვნელოვან შეთანხმებებზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინასა და გერმანიას შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდება - რუსეთი ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევაჩეროთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინასა და გერმანიას შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდება - რუსეთი ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევაჩეროთინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევის ჩრდილოეთ ხიდს კიდევ ერთხელ დაარტყეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსულმა ძალებმა დღეს ასევე შეუტიეს სამედიცინო მარაგების საწყობს სუმიში და საკომუნიკაციო ობიექტს დნიპროში. თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 1 900-ზე მეტი თავდასხმის დრონი გამოიყენა, მათგან 800-ზე მეტი რეაქტიული იყო. ამასთან, მათ უკრაინის წინააღმდეგ 1 700 საჰაერო ბომბი და 25 რაკეტა გამოიყენეს.

ამასთან, ზელენსკიმ გერმანიის ფედერალური კანცლერის ფრიდრიხ მერცის კიევში ვიზიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამზადებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკრაინას და მთელ ევროპას თავდაცვისთვის მეტ შესაძლებლობას მისცემს.

“დღეს კი ვამზადებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ - უკრაინასა და მთელ ევროპას - თავდაცვისთვის გაცილებით მეტ შესაძლებლობას მოგვცემს. უკრაინასა და გერმანიას შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდება. რუსეთი ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევაჩეროთ. მადლობა ყველას, ვინც დახმარებას გვიწევს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს კი ვამზადებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ - უკრაინასა და მთელ ევროპას - თავდაცვისთვის გაცილებით მეტ შესაძლებლობას მოგვცემს. უკრაინასა და გერმანიას შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდება. რუსეთი ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევაჩეროთ. მადლობა ყველას, ვინც დახმარებას გვიწევს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევში საოფისე შენობაზე რუსული დრონით იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები