"მადლობას მოვახსენებ მოსახლეობას ამ მხარდაჭერისთვის, რომ აქტივობა გამოიჩინეს და მოვიდნენ" - ლევან ითიურიძე
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ კასრისწყალში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ითიურიძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, ხოლო გამარჯვება მიულოცა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ალექსი ფიცხელაურმა.

მოსახლეობამ საკუთარი ნება გამოხატა ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც შუალედური არჩევნების დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საზღვრისპირა სოფელ კასრისწყალში, არჩევნები ტრადიციული მეთოდით ჩატარდა. სოფელში 272 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
ამ წუთებში, კომისიის წევრები ბიულეტენებს ითვლიან.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", ლევან ითიურიძემ საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა და მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს.
"მადლობას მოვახსენებ მოსახლეობას ამ მხარდაჭერისთვის, რომ აქტივობა გამოიჩინეს და მოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კანდიდატი ვიყავი. ვიცნობ აქაურ პრობლემებს და ჩემს სამოქმედო პერიოდში შევეცდები, რომ მათი გვერდში დგომა გამოვხატო," - აცხადებს ლევან ითიურიძე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, "ქართული ოცნების" ახმეტის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ალექსი ფიცხელაურმა ლევან ითიურიძეს გამარჯვება მიულოცა.
"ინტერესი გამოიჩინა ადგილობრივმა მოსახლეობამ და მე მინდა ვისარგებლო და მივულოცო ჩვენს კანდიდატს გამარჯვება, ლევან ითიურიძეს ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულოში," - აღნიშნა ალექსი ფიცხელაურმა.
ციტატები სტატიიდან
„მადლობას მოვახსენებ მოსახლეობას ამ მხარდაჭერისთვის, რომ აქტივობა გამოიჩინეს და მოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კანდიდატი ვიყავი. ვიცნობ აქაურ პრობლემებს და ჩემს სამოქმედო პერიოდში შევეცდები, რომ მათი გვერდში დგომა გამოვხატო,“
„ინტერესი გამოიჩინა ადგილობრივმა მოსახლეობამ და მე მინდა ვისარგებლო და მივულოცო ჩვენს კანდიდატს გამარჯვება, ლევან ითიურიძეს ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულოში,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.