ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა" - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი

ქართული ოცნება

ახმეტის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში, ყოველგვარი დარღვევების გარეშე ტარდება.

"მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა" - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი
"მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა" - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერირუსთავი 2

ახმეტის მოსახლეობა საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. შუალედურ არჩევნებში დარეგისტრირდა ერთი პოლიტიკური სუბიექტი - ლევან ითიურიძე "ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოდან".

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური აღნიშნავს, რომ მოსახლეობას შეუძლია, რომ მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა.

"მიმდინარეობს შუალედური არჩევნები, ამ დროისთვის, მოსახლეობიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მომართვიანობა აქტიურია და მოსახლეობას შეუძლია, რომ მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა", - აღნიშნა ალექსი ფიცხელაურმა.

#18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, დავით დოინჯაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნები ტრადიციული მეთოდით მშვიდ ვითარებაში ტარდება. კენჭისყრის პროცესი კი ზუსტად რვა საათზე ყველა წესის დაცვით დაიწყო.

"დილით 08:00 საათზე გაიხსნა უბანი. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია", - აღნიშნა დავით დოინჯაშვილმა.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიმდინარეობს შუალედური არჩევნები, ამ დროისთვის, მოსახლეობიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მომართვიანობა აქტიურია და მოსახლეობას შეუძლია, რომ მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა“
ალექსი ფიცხელაური
„დილით 08:00 საათზე გაიხსნა უბანი. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია“
დავით დოინჯაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ახმეტის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს - სოფელ კასრისწყალში ერთი N9 საარჩევნო უბანია გახსნილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები