ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სოფელ კასრისწყალში პარტია "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა

ქართული ოცნება

სოფელ კასრისწყალში პარტიამ "ქართული ოცნება" საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან ითიურიძე წარუდგინა მოსახლეობას. ახმეტის მუნიციპალიტეტში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი მაჟორიტარი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

სოფელ კასრისწყალში პარტია "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა
სოფელ კასრისწყალში პარტია "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინარუსთავი 2

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში პარტია "ქართულმა ოცნებამ", საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას წარუდგინა.

საკრებულოს წევრობისთვის მმართველი პარტიიდან ლევან ითიურიძეა დასახელებული. მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს.

ლევან ითიურიძემ "ქართულ ოცნებას" ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობას მოვახსენებ ქართულ ოცნებას, გამოცხადებული ნდობისთვის. რა თქმა უნდა, ვიცნობ ამ სოფლის პრობლემებს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემი გამოცდილება და ცოდნა მოვახმარო ამ ხალხთან ურთიერთობას და მათი პრობლემების მოგვარებას." - აღნიშნა ლევან ითიურიძემ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა.

"წარვადგინეთ წევრობის ახალი კანდიდატი, ბატონი ლევან ითიურიძე, რომელსაც კარგად იცნობს ეს სოფელი, თვითონ იცნობს ამ სოფელს, მას თავისი ავტორიტეტი გააჩნია, თავისი წვლილი აქვს სხვადასხვა დროს შეტანილი ამ სოფლის მცხოვრებლებთან დამოკიდებულებაში. ასე რომ, სოფელი ამას, რა თქმა უნდა, საკმაოდ დადებითად შეხვდა." - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც საკრებულოს ყოფილი მაჟორიტარი, ადამ მოზაიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მადლობას მოვახსენებ ქართულ ოცნებას, გამოცხადებული ნდობისთვის. რა თქმა უნდა, ვიცნობ ამ სოფლის პრობლემებს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემი გამოცდილება და ცოდნა მოვახმარო ამ ხალხთან ურთიერთობას და მათი პრობლემების მოგვარებას.“
ლევან ითიურიძე
„წარვადგინეთ წევრობის ახალი კანდიდატი, ბატონი ლევან ითიურიძე, რომელსაც კარგად იცნობს ეს სოფელი, თვითონ იცნობს ამ სოფელს, მას თავისი ავტორიტეტი გააჩნია, თავისი წვლილი აქვს სხვადასხვა დროს შეტანილი ამ სოფლის მცხოვრებლებთან დამოკიდებულებაში. ასე რომ, სოფელი ამას, რა თქმა უნდა, საკმაოდ დადებითად შეხვდა.“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.