ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გურამ ნიკოლაშვილი IRI-ს კვლევაზე: „ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი დაუკარგავს, ოპოზიციის

ქართული ოცნება

თბილისის საკრებულოს წევრის, გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, IRI-ს კვლევამ აჩვენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოზიციები შეინარჩუნა, ხოლო ოპოზიციის ამომრჩეველი და საპროტესტო აქციების მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა. მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ შეძლო კოალიციის შექმნა და ელექტორატი დაიყო, ხოლო ამომრჩეველმა მხარი მშვიდობიან განვითარებას დაუჭირა.

გურამ ნიკოლაშვილი IRI-ს კვლევაზე: „ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი დაუკარგავს, ოპოზიციის
გურამ ნიკოლაშვილი IRI-ს კვლევაზე: „ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი დაუკარგავს, ოპოზიციისPOSTV

„ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნება“ არაფერი დაუკარგავს, ოპოზიციის ამომრჩეველი კი გაქრა“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა IRI-ს კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს შედეგი ძალიან მარტივად ასახსნელია: ამ ადამიანებმა 2024 წელს ჯამურად მიიღეს 800 ათასი ხმა. რა თქმა უნდა, ეს ხმები ავტომატურად არ ჯამდება, იმიტომ რომ მათ თუ დაჯამება უნდოდათ, უნდა გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ 1 ოქტომბერს და მანამდეც – გაეკეთებინათ მინიმუმ კოალიცია. მათ ეს არ გააკეთეს, რადგან ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ და მივიღეთ მრავალფეროვნება. სხვათა შორის, აქ უკვე ამომრჩევლის გამოცდის საკითხია, რადგან ამომრჩეველს ხუთი-ექვსი პარტიიდან უნდა ამოერჩია. გარკვეულწილად, გემოვნების თვალსაზრისით მოხდა ამ ოპოზიციური ელექტორატის დაყოფა და დაიყო დაახლოებით თანაბარ ნაწილებად.

რაც შეეხება IRI-ს კვლევას, ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნება“ არაფერი დაუკარგავს, ოპოზიციის ამომრჩეველი კი გაქრა. ეს არის პასუხი იმაზე, რასაც ეს რადიკალური ძალები იძახიან: „ჩვენ ვატარებთ მიტინგებს, გვინდა რევოლუცია, ცვლილება და ა.შ.“ არა! ამ ადამიანებმა ხმა მისცეს დემოკრატიულ პროცესს და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას – ამ ოპოზიციის ამომრჩეველსაც არ უნდა ომი.

შესაბამისად, იმ 800 ათასი კაციდან რუსთაველზე დარჩა 8 ათასი კაცი, მერე ეს 8 ათასიც გაქრა და დღეს, დიდად დაანონსებულ დღეებში, 800 კაცი თუ გამოვა, ხოლო აქციებზე დადის მხოლოდ 80. აი, ასე აკლდება ნულები ამ ყველაფერს“, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნება“ არაფერი დაუკარგავს, ოპოზიციის ამომრჩეველი კი გაქრა“
გურამ ნიკოლაშვილი
„ეს შედეგი ძალიან მარტივად ასახსნელია: ამ ადამიანებმა 2024 წელს ჯამურად მიიღეს 800 ათასი ხმა. რა თქმა უნდა, ეს ხმები ავტომატურად არ ჯამდება, იმიტომ რომ მათ თუ დაჯამება უნდოდათ, უნდა გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ 1 ოქტომბერს და მანამდეც – გაეკეთებინათ მინიმუმ კოალიცია. მათ ეს არ გააკეთეს, რადგან ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ და მივიღეთ მრავალფეროვნება. სხვათა შორის, აქ უკვე ამომრჩევლის გამოცდის საკითხია, რადგან ამომრჩეველს ხუთი-ექვსი პარტიიდან უნდა ამოერჩია. გარკვეულწილად, გემოვნების თვალსაზრისით მოხდა ამ ოპოზიციური ელექტორატის დაყოფა და დაიყო დაახლოებით თანაბარ ნაწილებად. რაც შეეხება IRI-ს კვლევას, ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნება“ არაფერი დაუკარგავს, ოპოზიციის ამომრჩეველი კი გაქრა. ეს არის პასუხი იმაზე, რასაც ეს რადიკალური ძალები იძახიან: „ჩვენ ვატარებთ მიტინგებს, გვინდა რევოლუცია, ცვლილება და ა.შ.“ არა! ამ ადამიანებმა ხმა მისცეს დემოკრატიულ პროცესს და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას – ამ ოპოზიციის ამომრჩეველსაც არ უნდა ომი. შესაბამისად, იმ 800 ათასი კაციდან რუსთაველზე დარჩა 8 ათასი კაცი, მერე ეს 8 ათასიც გაქრა და დღეს, დიდად დაანონსებულ დღეებში, 800 კაცი თუ გამოვა, ხოლო აქციებზე დადის მხოლოდ 80. აი, ასე აკლდება ნულები ამ ყველაფერს“
გურამ ნიკოლაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ ნიკოლაშვილ: 2024 წელს გვქონდა რეფერენდუმად მონათლული არჩევნები - ამ ორი წლის განმავლობაში ოპოზიციის ამომრჩეველს იმედი გაუცრუვდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა საკუთარ სწორ გადაწყვეტილებაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები