ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გურამ ნიკოლაშვილ: 2024 წელს გვქონდა რეფერენდუმად მონათლული არჩევნები - ამ ორი წლის განმავლობაში ოპოზიციის ამომრჩეველს იმედი გაუცრუვდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა საკუთარ სწორ გადაწყვეტილებაში

ქართული ოცნება

თბილისის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები რეფერენდუმი იყო მსოფლმხედველობაზე და ოპოზიციის ამომრჩეველს იმედი გაუცრუვდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი თავის არჩევანში კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

გურამ ნიკოლაშვილ: 2024 წელს გვქონდა რეფერენდუმად მონათლული არჩევნები - ამ ორი წლის განმავლობაში ოპოზიციის ამომრჩეველს იმედი გაუცრუვდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა საკუთარ სწორ გადაწყვეტილებაში
გურამ ნიკოლაშვილ: 2024 წელს გვქონდა რეფერენდუმად მონათლული არჩევნები - ამ ორი წლის განმავლობაში ოპოზიციის ამომრჩეველს იმედი გაუცრუვდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა საკუთარ სწორ გადაწყვეტილებაშიიმედინიუსი

დირექტივის გამცემი ვერაფერს ცვლის იმიტომ, რომ ის თვითონ სავალალო მდგომარეობაშია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა ქართულ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი შეფასებით, ინსტრუმენტები, რომლებსაც გარე ძალები იყენებდნენ, დაბლაგვდა.

„რაც მთავარია, დამთავრდა ის იდეოლოგია. ჩვენ 2024 წელს გვქონდა რეფერენდუმად მონათლული არჩევნები. რეფერენდუმი ნიშნავს, რომ ადამიანებს უნდა ერჩიათ, თუ როგორ ხედავდნენ ისინი სამყაროს, უბრალოდ პარტიებს ხომ არ აძლევდნენ ხმას, ამ პარტიებისთვის ხმის მიცემით ისინი ირჩევდნენ მსოფლმხედველობას. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ევროპის ფანჯარა ახლა გვაქვს ღია ისე, როგორც არასდროს, სადაც გვექაჩებიან და ჩვენ თითქოსდა, არ გვინდა. მეორე იყო ის, რომ არა, ახლა მსოფლიო არის ომის ქარცეცხლში და ჩვენ უნდა ვიაროთ ფრთხილად იმისათვის, რომ აღაც არასწორი მოქმედებით აქ არ აღმოვჩნდეთ. ადამიანების უმრავლესობას ხმა მისცა ამ მეორე სცენარს. მეორე ნაწილს, რომელსაც მიაჩნდა, რომ სხვა შესაძლებლობები გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ, ხმა მისცა ოპოზიციას, მაგრამ ეს მიცემული ხმა არ ნიშნავდა რევოლუციაში მონაწილეობას. ამიტომაც ამ ორი წლის განმავლობაში მათ ამომრჩეველს იმედი გაუცრუვდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა საკუთარ სწორ გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მისივე შეფასებით, სხვა სცენარი, იდეოლოგია თუ საარჩევნო პლატფორმა უცხოეთიდან არ მოდის.

„აქ ისინი ვერაფერს ვერ ახერხებენ. ჩვენ ყოველდღიურად რას ვხედავთ, ოპოზიციური პარტიების თუ არხების დღის წესრიგი რა არის - თეთრი ძაფით ნაკერ რაღაც პრობლემას გამოიგონებენ და იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი რომ ჩაფლავდება, უფრო მეტი ფრუსტრაცია რომ გაჩნდება მათივე ამომრჩეველში თუ მაყურებელში. სხვა უფრო გონიერი მრჩეველი არ ჰყავთ და შესაბამისად, ჩვენ თვალს ვადევნებთ ჟანრის სასტიკ კრიზისს. შესაბამისად, ერთადერთი საშუალებაა, თუ არსებობენ რაღაც ძალები, გარე დიქტატისგან უნდა გათავისუფლდნენ, აპრობირებული ნარატივებისგან, „რუსეთის“ განუწყვეტელი ძახილისგან და ჩაერთონ ქართულ პოლიტიკაში, ვისაც ამის სურვილი აქვს", - აღნიშნა გურამ ნიკოლაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც მთავარია, დამთავრდა ის იდეოლოგია. ჩვენ 2024 წელს გვქონდა რეფერენდუმად მონათლული არჩევნები. რეფერენდუმი ნიშნავს, რომ ადამიანებს უნდა ერჩიათ, თუ როგორ ხედავდნენ ისინი სამყაროს, უბრალოდ პარტიებს ხომ არ აძლევდნენ ხმას, ამ პარტიებისთვის ხმის მიცემით ისინი ირჩევდნენ მსოფლმხედველობას. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ევროპის ფანჯარა ახლა გვაქვს ღია ისე, როგორც არასდროს, სადაც გვექაჩებიან და ჩვენ თითქოსდა, არ გვინდა. მეორე იყო ის, რომ არა, ახლა მსოფლიო არის ომის ქარცეცხლში და ჩვენ უნდა ვიაროთ ფრთხილად იმისათვის, რომ აღაც არასწორი მოქმედებით აქ არ აღმოვჩნდეთ. ადამიანების უმრავლესობას ხმა მისცა ამ მეორე სცენარს. მეორე ნაწილს, რომელსაც მიაჩნდა, რომ სხვა შესაძლებლობები გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ, ხმა მისცა ოპოზიციას, მაგრამ ეს მიცემული ხმა არ ნიშნავდა რევოლუციაში მონაწილეობას. ამიტომაც ამ ორი წლის განმავლობაში მათ ამომრჩეველს იმედი გაუცრუვდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა საკუთარ სწორ გადაწყვეტილებაში“
„აქ ისინი ვერაფერს ვერ ახერხებენ. ჩვენ ყოველდღიურად რას ვხედავთ, ოპოზიციური პარტიების თუ არხების დღის წესრიგი რა არის - თეთრი ძაფით ნაკერ რაღაც პრობლემას გამოიგონებენ და იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი რომ ჩაფლავდება, უფრო მეტი ფრუსტრაცია რომ გაჩნდება მათივე ამომრჩეველში თუ მაყურებელში. სხვა უფრო გონიერი მრჩეველი არ ჰყავთ და შესაბამისად, ჩვენ თვალს ვადევნებთ ჟანრის სასტიკ კრიზისს. შესაბამისად, ერთადერთი საშუალებაა, თუ არსებობენ რაღაც ძალები, გარე დიქტატისგან უნდა გათავისუფლდნენ, აპრობირებული ნარატივებისგან, „რუსეთის“ განუწყვეტელი ძახილისგან და ჩაერთონ ქართულ პოლიტიკაში, ვისაც ამის სურვილი აქვს“
გურამ ნიკოლაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ ნიკოლაშვილი IRI-ს კვლევაზე: „ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი დაუკარგავს, ოპოზიციისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები