ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არ ჩათვალა საჭიროდ განცხადების გაკეთება - “ოცნებაში“ ვერ ამბობენ, რატომ არჩია დუმილი ივანიშვილმა პარტიის გამარჯვების დღეს

ქართული ოცნება

მმართველ პარტიაში ვერ განმარტავენ, თუ რატომ არ გააკეთა განცხადება პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პარტიის გამარჯვების დღეს. შალვა პაპუაშვილმა და გიორგი კახიანმა განაცხადეს, რომ ივანიშვილის დუმილში განსაკუთრებული არაფერია და მან შესაძლოა უბრალოდ არ ჩათვალა საჭიროდ საუბარი.

არ ჩათვალა საჭიროდ განცხადების გაკეთება - “ოცნებაში“ ვერ ამბობენ, რატომ არჩია დუმილი ივანიშვილმა პარტიის გამარჯვების დღეს
არ ჩათვალა საჭიროდ განცხადების გაკეთება - “ოცნებაში“ ვერ ამბობენ, რატომ არჩია დუმილი ივანიშვილმა პარტიის გამარჯვების დღესTV პირველი

სად არის ივანიშვილი? - მმართველ პარტიაში ვერავინ ამბობს, რატომ აირჩია სიჩუმე პარტიის გამარჯვების დღეს პარტიის საპატიო თავმჯდომარემ.

ზოგი მათგანი ამ თემაზე დასმულ კითხვას საერთოდ არ პასუხობს, ზოგმა კი არ იცის “რა უნდა თქვას ამ თემაზე.

“მე რა უნდა გითხრათ მაგაზე“, - ამბობს შლვა პაპუაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არაფერი თქვა, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის 1 ოქტომბერი, პაპუაშვილია პასუხობს: თქვენი შეკვეთით ხომ არ ისაუბრებს.

ივანიშვილს აქვს მუდმივი კავშირი პოლიტიკურ გუნდთან, ასე რომ რაიმე ინსინუაციების აწყობა იმასთან დაკავშირებით პოსტი დაიდო თუ არა, არასერიოზულია, - ამბობს პაპუაშვილი.

ივანიშვილის დუმილში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავ“ ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი კახიანი. მისი თქმით, ივანიშვილმა ალბათ არ ჩათვალა საჭირო რაიმე განცხადების გაკეთება.

არ ჩათვალა მან საჭიროდ რაიმე კონკრეტული განცხადების გაკეთება. ამაში განსაკუთრებულს ვერფაერს ვხედავ, - ამბობს კახიანი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სად არის ივანიშვილი? - “ოცნება“ დუმილის რეჟიმშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები